ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
მილანის ვიცე–პრეზიდენტის ადრიანო გალიანის განცხადებით, მისი სურვილია, რომ გუნდის მომავალი კაპიტანი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყოს.
შეგახსენებთ, რომ შვედ ფორვარდს საკმაოდ სარფიანი წინადადება მიუვიდა მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტისგან, ასე რომ "როსონერის" დატოვების ალბათობა საკმაოდ დიდია.
ლომბარდიელები ყველანაირად ცდილობენ იბრას დაყოლიებას დარჩენაზე და როგორც გავიგეთ კაპიტნობასაც კი სთავაზობენ მას:
"ზლატანი დღევანდელი მილანის სული და გულია და ცხადია, რომ გვინდა მისი დარჩენა. იგი ნამდვილი ლიდერია და ვფიქრობ, რომ იბრასგან შესანიშნავი კაპიტანი დადგებოდა. ამ საკითხზე სერიოზულად დავფირდებით."
"ჩენ ვესაუბრეთ მას და გავარკვიეთ, რომ იგი როსონერიში ბედნიერად გრძნობს თავს. სასიამოვნოა როდესაც გუნდში ასეთი დონის ფორვარდი გვყვავს. დარწმუნებული ვარ, რომ შვედი კიდევ არაერთ სეზონს ჩაატარებს შავ–წითელ მაისურში."–განაცხადა გალიანიმ Tuttosport–თან საუბარში.