აირჩიეთ ჩემპიონატი:

"მანჩესტერ სიტის" კაპიტანი, ვენსან კომპანი ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს პრემიერ-ლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩში, "ჩელსის" წინააღმდეგ. მცველმა მუხლის ტრავმა "რეალთან" შეხვედრაში მიიღო, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

"მანჩესტერ სიტი" რჩება პრემიერ-ლიგის იმ ერთადერთ კლუბად, რომელსაც ჯერ მარცხის გემო არ გაუსინჯია. ეს უკვე ზედიზედ მე-17 მატჩი იყო, როცა ისინი არ მარცხდებოდნენ, "ასტონ ვილასთან" 5:0 მოგების შემდეგ კი ამ სეზონში პირველად, რობერტო მანჩინის გუნდი სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში.

რობერტო მანჩინის ერთ-ერთმა ცუდმა ბიჭმა - "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა, კარლოს ტევესმა, თავი კიდევ ერთხელ ჩაიგდო უსიამოვნო ისტორიაში. როგორც იტყობინება Daily Mail, არგენტინელი ფეხბურთელი შევიდა კონფლიქტში პოლიციასთან, რომელმაც უკვე შემდეგ მოთამაშის ავტომობილის ევაკუაცია მოახდინა.

ძეკო: პრობლემებს ჩვენ თვითონ ვიქმნით.

მანჩინი: ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს.

სიტი იოვეტიჩისადმი დაინტერესებას ადასტურებს.

მანჩესტერ სიტის მესვეურები ბარსელონას ერთბაშად ორი ფეხბურთელით დაინტერესდნენ.

ინგლისური "ლივერპულისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა მეკარემ, იერჟი დუდეკმა ღიად გამოხატა სიმპათია ინგლისისა და მანჩესტერ "სიტის" ახალგაზრდა გოლკიპერის, ჯო ჰარტის მიმართ. იგი გაოცებული დარჩა, როდესაც მანჩესტერ "სიტი" - დორტმუნდის "ბორუსიის" შეხვედრას ადევნებდა თვალს. ჯო ჰარტმა მართლაც შესანიშნავად ითამაშა და 9 ურთულესი სეივი ჩაიწერა თავის აქტივში.

ცნობილი ამერიკული ვებ საიტის "EspnFC" განცხადებით "სიტი" მზადაა კოლუმბიელ ფორვარდში 45 მლნ ევრო გაიმეტოს. ეს ინფორმაცია მაშინ გავრცელდა, როდესაც რადამელ ფალკაომ კვლავ გამოიჩინა თავი "ლა ლიგის" მორიგ შეხვედრაში, სადაც კოლუმბიელმა მალაგასთან გატანილი გოლით გამოიჩინა თავი.


შემოგვიერთდით facebook-ზე