ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
პორტუგალიის ნაკრების მცველმა ბრუნუ ალვეშმა საკუთარ თანაგუნდელებს მობილიზირებისკენ მოუწოდა, რათა ჰოლანდიის წინააღმდეგ სასურველ შედეგს მიაღწიონ.
ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშის წინ 1/8 ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს როგორც პორტუგალიის, ასევე ჰოლანდიის ნაკრები. იმისთვის, რომ ჯგუფიდან გავიდნენ ნიდერლანდელებს პორტუგალიელებთან აუცილებლად გამარჯვების მოპოვება სჭირდებათ, ამასთან გერმანიამ დანიის ნაკრები უნდა დაამარცხოს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ოფიციალური თამაში ამ ნაკრებებს შორის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა. ის მატჩი უამრავი ჯარიმით, ყვითელი ბარათითა და გაძევებით დაამახსოვრდა ფეხბურთის გულშემატკივრებს. კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა მოვლენების ასეთი განვითარება, ალვეშმა უპასუხა, რომ არაფერია გამორიცხული.
"არ ვიცი, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჰოლანდიელებს ჯერ არ მოუგიათ, ჩვენ კი დანიასთან აღვნიშნეთ პირველი გამარჯვება. ასე, რომ ჩვენს მხარეს ფსიქოლოგიური უპირატესობაა. კონცენტრირებულნი ვართ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოედანზე გასვლისას. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა ამ მატჩში წარმატებას მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები გვაქვს, მაგრამ საჭიროა მობილიზირება, რათა სასურველ შედეგი დავაფიქსიროთ თამაშში, სადაც იქნება უამრავი შეტევა როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ჰოლანდიელებისგან,"-განაცხადა ალვეშმა პრესკონფერენციაზე.