როგორც მოგეხსენებათ ევრო 2012-ზე ინგლისის ნაკრებს ლამპარდი, ბერი და კეჰილი ვერ ეხმარებიან, თუმცა როი ჰოჯსონის გუნდში კიდევ ერთი ახალი ტრავმირებულია. ლივერპულის მცველმა მარტინ კელიმ გასულ კვირას ვარჯიშზე მიიღო ტრავმა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ უეინ რუნი კვლავ ვერ დაეხმარება ნაკრებს, რადგან მას დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი. შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი უკრაინასთან მატჩში დაუბრუნდება ინგლისს.
შვედეთის წინასამატჩო მდგომარეობა
შვედეთის ნაკრებს ინგლისთან მატჩში ძირითადი შემადგენლობის არცერთი ფეხბურთელი არ დააკლდება, თუმცა სკანდინავიელთათვის გუშინ 1 უსიამოვნო ფაქტი მოხდა.
გუნდის ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც დღეს ვერ შეძლო სავარჯიშოდ მოედანზე გამოსვლა, თუმცა შვედთა მთავარი მწვრთნელი იტყობინება, რომ ზლატანი ინგლისთან მატჩისთვის მზად იქნება.
საინტერესო ფაქტები
ინგლისი და შვედეთი ევრო 1992 წელს შეხვდნენ ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის მატჩში და დანიაში გამართულ შეხვედრაში შვედეთმა 2:1 გამარჯვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფიდან პირველი ადგილით შვედეთი გავიდა, ინგლისის ნაკრები კი მე-4-ზე გავიდა და ჯგუფში ჩარჩა.
ინგლისის ნაკრებს არც ევროპის ჩემპიონატზე და არც მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთი არასდროს არ ჰყავს დამარცხებული.
ეს გუნდები უკანასკნელად ერთმანეთს გასული წლის ნოემბერში შეხვდნენ და უემბლიზე ინგლისმა 1:0 გაიმარჯვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს 43 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
ოფიციალურ ტურნირებზე ინგლისი და შვედეთი უკანასკნელად ერთმანეთს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ 2:2 დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში გოლები ლარსონმა, ალბაკმა, ჯო კოულმა და ჯერარდმა გაიტანეს.
ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს სამწვრთნელო კარიერა შვედეთში აქვს დაწყებული. როი 1976 წელს ჰალმსტადს ჩაუდგა სათავეში.
სტივენ ჯერარდი მე-5 ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. შეგახსენებთ, რომ აქამდე ევროპის პირველობაზე სამჯერ ნათამაშები ჰქონდათ: ტონი ადამას, ალან შირერს, სოლ კემპბელს და გარი ნევილს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღეს ეს შეხვედრა ფრედ დასრულდება (1:1).