ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
გუშინ 26 მაისი იყო და საქართველომ დამოუკიდებლობის დღე 21-ედ იზეიმა. შეგახსენებთ, რომ ამ დღეს ტრადიცულად აღნიშნავენ თბილისში, თუმცა გუშინ ეს ტრადიცია დაირღვა და აღლუმი ქუთაისში ჩატარდა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს დღე ინგლისშიც ცოდნიათ და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ლივერპულის ოფიციალური ვებ-გვერდის ფეისბუქმა ქართველებს მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე.
"ვულოცავთ ყველა ქართველ ლივერპულის ფანს დამოუკიდებლობის დღეს. გვიხარია, რომ გულშემატკივრობთ მერსესაიდულ გრანდს." - ნათქვამია განცხადებაში.