აირჩიეთ ჩემპიონატი:

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

ბაიერნი
დორტმუნდი

 

ადმინისტრაციის განცხადება

კომენტარების წერის წესები

 

სიახლეზე კომენტარის დატოვება შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს, თუმცა ყოველი დარეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია დაემორჩილოს საიტის წესებს:

1.) კომენტარი, რომელიც შემცველი იქნება გინებისა ან შეურაცხყოფის, მაპროვოცირებელი იქნება ან ზედმეტად გამომწვევი, საიტიდან წაიშლება. მისი ავტორი მიიღებს IP ბანს (ვეღარ შემოვა საიტზე) ყოველგავრი გაფრთხილების გარეშე.

 

2) კომენტარი, რომელიც გაცდება თემის სათაურს, აუცილებლად წაიშლება. მისი ავტორი პირველად მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, ხოლო შემდგომში მსგავსი კომენტარების დატოვების შემთხვევაში ჩამოერთმევა კომენტარების წერის უფლება.

 

3) კომენტარი, რომელიც შემცველი იქნება რაიმე საიტის რეკლამირების, აუცილებლად წაიშლება. მისი ავტორი პირველად მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, ხოლო შემდგომში მსგავსი კომენტარების დატოვების შემთხვევაში მიიღებს IP ბანს (ვეღარ შემოვა საიტზე) ყოველგავრი გაფრთხილების გარეშე.

 

4) საიტზე მომხმარებლების ქცევასა და მათი კომენტარების კონტროლს ადმინისტრაციასთან ერთად "Moderator-ების" სტატუსის მქონდე იუზერებიც აწარმოებენ. მათ გააჩნიათ სრული უფლება გააფრთხილონ მომხარებლები, წაშალონ მათი კომენტარი (თუ ის არღვევს ზემოთ აღნიშნულ წესებს) ან დაბლოკონ ისინი.

 

სიახლის გამოქვეყნების წესები საიზტე გამკაცრდა, ვინაიდან გაფრთხილებების მიუხედავად წესები ძალიან ხშირად ირღვევა. როგორც მოგეხსენებათ, კომენტარის დატოვება შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს. თუმცა ამიერიდან ყოველი გამოგზავნილი კომენტარი გაივლის ეგრედ წოდებულ „ფილტრს“. კომენტი, რომელიც შემცველი იქნება გინებისა, უცენზურო სიტყვებისა, შეურაცხყოფისა, მაპროვოცირებელი იქნება ან ზედმეტად გამომწვევი არ გამოქვეყნდება, მის ავტორს კი დაედება  IP ბანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვეღარ შეძლებს საიტზე შემოსვლას. კომენტარებს გაფილტრავენ საიტზე უმაღლესი სტატუსის მქონე მომხმარებლები (Moderator)

კომენტარების წერის საწყის ეტაპზე „ფილტრის“ გავლისას კომენტი შესაძლოა დაგვიანებით გამოქვეყნდეს.

 

VIP Club-ის წევრები კომენტარებს შემოწმების გარეშე დაწერენ

ყოველ ორ კვირაში ერთხელ საიტის მოდერატორები წარუდგენენ ადმინისტრაციას იმ მომხმარებელთა სიას, რომლებიც ამ ორი კვირის განმავლობაში კომენტარებს წესების დაცვითა და საინტერესო შინაარსით დატოვებენ. სწორედ მოდერატორებისა და ადმინისტრაციის მიერ შერჩეული მომხმარებლები მიიღებენ VIP  სტატუსს და შეძლებენ გაუფილტრავად დატოვონ კომენტარი. აქვე გვსურს ავღნიშნოთ, რომ  არ არის განსაზღვრული რამდენი მომხარებელი დაემატება ამ კლუბს. შესაძლოა დაემატოს 10, თუმცა შეიძლება არცერთიც არ დაემატოს და პირიქით ძველები დაქვეითდნენ. ხოლო თუ გახდებით VIP Club-ის წევრი,ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად ამ სტატუსის მფლობელი იქნებით. დაარღვევთ თუ არა წესებს, მიიღებთ გაფრთხილებას, ხოლო მომდევნო დარღვევაზე ისინი კვლავ დაქვეითდებიან.

 

 

ვინაიდან ძალიან ბევრი ვერ ხვდება თუ რას ნიშნავს ზედმეტად გამომწვევი, შეურაცხმყოფელი ან მაპროვოცირებელი კომენტარები, ამიტომ მოგიყვანთ რამდენიმე მომხმარებლის მიერ დაწერილი კომენტარებიდან ორიოდე მაგალითს, მსგავსი კომენტების ავტორები ვერასდროს მიიღებენ ამ კლუბის წევრობას:
 

 

"ჰა აბა სად ხართ ესპანეთის ფანები? რატომ აღარ წერთ ან სად დაიკარგეთ? რა ჩემპიონობა შვეიცარიას ვერ უგებთ?  lol lol lol "
 

"საფრანგეთის ფანებო წადით თავი მოიკალით, მერამდენეჯერ ვერ გადიხართ ჯგუფიდან? lol lol "

 

"მოაშორეთ რაის რონალდო, ეგ პიდარ** მესი მაგას დააახევს ბურთს angry "

"ადამიანს როგორ უნდა დაელაპარაკო, რომელიც იტალიას ბალეშიკობს? წადით ბიძია ფეხბურთი ისწავლეთ ჯერ winked "

 

"მეზიზღება ინგლისი, სადაა მაგათი მოსაგები მსოფლიო, იტალია პირველიაააა  fellow "

 

და ა.შ. ეს ყველაზე ლაითი კომენტარებია. რა თქმა უნდა იყო უარესებიც, რომელთა ჩამოწერაც ნამდვილად არ ღირდა. თუ ვერ ხვდებით ან არ იცით როგორ დაწეროთ ნორმალური კომენტარი, შეხედეთ მოდერატორების ან სხვა წევრების კომენტარებს, ისინი აკეთებენ თავისებურ ანალიზს და გამოთქვამენ საკუთარ აზრს ყოველგვარი გამაღიზიანებელი ფრაზების გარეშე.

და ბოლოს, შესაძლოა დასაწყისში დაწესებული კონტროლი არ მოგეწონოთ, თუმცა გვენდეთ, ჯობია თავიდან შეზღუდული რაოდენობის კომენტები იყოს საიტზე, მაგრამ აზრიანი, ვიდრე ბევრი და არაფრის მთქმელი.

შემოგვიერთდით facebook-ზე