აირჩიეთ ჩემპიონატი:

პიკე ფაბრეგასს ბარსაში ხედავს

19-02-2010
0 კომენტარი

ბარსელონას ესპანელი მცველი ხერარდ პიკე დარწმუნებულია, რომ არსენალის კაპიტანი სესკ ფაბრეგასი ადრე თუ გვიან მისი თანაგუნდელი გახდება. "მე არ ვიცი მოხდება ეს ამ სეზონში თუ არა, მაგრამ ერთხელაც ის "ბარსელონას" მაისურს მოირგებს, რადგან ის მისი გულშემატკივარია და ვიცი რომ მას სურს მომავალში აქ დაბრუნება. სესკი ის მოთამაშეა, რომელიც "ბარსელონაში" უნდა თამაშობდეს, მას თვითონ სურს ეს, თუმცა იგი უნდა დაელოდოს მოვლენების განვითარებას" - აღნიშნა პიკემ ჟურნალისტებთან საუბარში.

შემოგვიერთდით facebook-ზე