მილანის ნახევარმცველ კლარენს ზეედორფს მიაჩნია, რომ წელს მაჩესტერი არ არის ის გუნდი რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგაში ღირსეულად ბრძოლას.
"Sky Sports" -თან საუბარში ჰოლანდიელმა თქვა: "წელს მანჩესტერი არ არის ფავორიტი. არც ჩვენს წყვილში და არც ზოგადად მთელს ტურნირში. ჩემი აზრით მათზე გაცილებით ძლიერები არიან ჩელსი და ბარსელონა. კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ გუნდმა ჯერჯერობით ვერ იპოვა თავისი თამაში."
ზეედორფი აგრეთვე ლეონარდოსაც შეეხო: "ის ახალგაზრდა სპაციალისტია. მას დრო სჭირდება. ჩვენ მას გვერდში უნდა დავუდგეთ და არა ვაკრიტიკოთ ის. მე მჯერა, რომ იგი მილანს წარმატებამდე მიიყვანს."