ურუგვაელი ფორვარდით, ლუის სუარესით ტურინის იუვენტუსი და მანჩესტერ სიტი ინტერესდებიან. 23 წლის ურუგვაელმა ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალედ იასპარეზა მილანის წინააღმდეგ, რომელიც ფრედ, 1:1 დამთავრდა. ამსტერდამის აიაქსი სუარესს 25 მილიონად აფასებს. ურუგვაელის ბედი ზამთრის ტრანსფერების დროს გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელით დაინტერესებული სიტი და იუვენტუსი 30 სექტემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან უეფას ევრო ლიგის გასამართ შეხვედრაში.