შემოგვიერთდით facebook-ზე
რონალდო რეალ
კომენტარები: 48701
Beckhamfan
კომენტარები: 45773
კარმელო
კომენტარები: 31435
David Villa
კომენტარები: 29176
Gio
კომენტარები: 25982
DeViD
კომენტარები: 25954
Russell Westbrook
კომენტარები: 23810
Snuff
კომენტარები: 22080
Fake
კომენტარები: 21826
FromAnfield
კომენტარები: 20344
აირჩიეთ ჩემპიონატი:

ჰოლანდიელები პრემიერლიგაში

8-04-2013
55 კომენტარი

დღევანდელ სტატიაში პრემიერლიგის ისტორიაში 10 ცნობილ ჰოლანდიელ ფეხბურთელზე ვისაუბრებთ.

 

ჰოლანდიამ ინგლისურ ფეხბურთს ბევრი დიდებული ფეხბურთელი აჩუქა, რომლებმაც პრემიერლიგის ისტორიაში თავიანთი ფურცელი ლამაზად ჩაწერეს.

 

ჰოლანდიელი ფეხბურთელები ყოველთვის სასურველნი იყვნენ ინგლისური კლუბებისთვის. თავდაპირველად ყველაფერი ნაკლებად ცნობილი მოთამაშეებით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით პრემიერლიგაში უფრო სახელიანი ფეხბურთელები გამოჩდნენ, განსაკუთრებით, გამოსაყოფია დენის ბერგკამპი და რუუდ გულიტი, რომლებმაც ინგლისის ჩემპიონატის რეიტინგი ერთიორად აამაღლეს.

 

ედვინ ვან დერ საარი ( “ფულჰემი”, 2001-05, “მანჩესტერ იუნაიტედი” 2005-2011 ).

 

დიდებული ჰოლანდიელი მეკარე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაასრულა კარიერა, პრემიერლიგაში მოჰამედ ალ-ფაიედის წყალობით მივიდა, რომელსაც საკუთარი გუნდის გაძლიერება სურდა. “იუვენტუსში” გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ვან დერ საარმა როგორც ტოპ-კლასის კიპერის რეპუტაცია ცოტათი დაკარგა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჰოლანდიელი  იმ ძვირფასს კონიაკს დაემსგავსა, რომელიც წლების შემდეგ ხდება უკეთესი. პეტერ შმეიხელის შემცვლელის დიდხნიანი ძებნის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა საბოლოოდ ყურადღება ვან დერ საარზე შეაჩერა და იგი საკუთარ გუნდში მიიწვია, რათა შემდეგი 6 წელიწადი გადაეჭრა მეკარის პრობლემა. ვან დერ საარი ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა შეცდომების დაშვებით, მისი განსაკუთრებული სუსტი მხარე გარეთ გამოსვლა და პენალტების მოგერიება იყო, მაგრამ გამოცდილების მომატებასთან ერთად იგი იდეალური მეკარე გახდა. “წითელ ეშმაკუნებში” მან არაერთი დაუჯერებელი სეივი გააკეთა, მაგრამ ყველაზე მეტად თამაშის წაკითხვისა და თავდამსხმელების მოქმედებების განსაზღვრის უნარით გამოირჩეოდა, რაც მას ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა, როდესაც პენალტების სერიაში ერთ-ერთ მთავარ გმირად მოგვევლინა.  პენსიაზე ვან დერ საარი გავიდა არა ცუდად ასპარეზობის გამო, არამედ ცოლის ავადმყოფობისა და ფსიქოლოგიური გადაღლილობის გამო. 40 წელს მიღწეული მეკარე თავისი კარიერის თითქმის პიკში იმყოფებოდა.

ვან დერ საარი საკლუბო დონეზე ყველაზე მშრალი სერიის მფლობელი გახლავთ. (1311 წუთი 2008/09 წლების სეზონში). იგი აღმოჩნდა პირველი მეკარე, რომელმაც მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე 50 მატჩში არ გაეშვა გოლი და გახდა ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული პრემიერლიგისა. თავის უკანასკნელ სეზონში ჰოლანდიელმა 33 მატჩის ჩატარება მოასწრო.

 

 

 

 

იაპ სტამი ( “მანჩესტერ იუნაიტედი”, 1998-2011).

 

ეს გამოჩენილი მცველი სერ ალექს ფერგიუსონმა “პსვ”-ში შეამჩნია და შემდეგში შეიძინა. სტამი მისი ტრანსფერის მომენტში გახდა ყველაზე ძვირადღირებული  მცველი ფეხბურთის ისტორიაში და ყველაზე ძვირადღირებული ჰოლანდიელი ფეხბურთელი (10.6 მილიონი ფუნტი). იაპმა იოლად და თავისუფლად აუღო ალღო ახალ კლუბს და მასთან ერთად 3-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ასევე მოიგო ჩემპიონთა ლიგაც. თუმცა, შემდეგში სტამს ფერგიუსონთან შეკამათება მოუვიდა, რის გამოც შოტლანდიელმა იგი პირველივე შესაძლებლობებისთანავე გაყიდა. ჰოლანდიელი მაშინ ჯერ კიდევ მდიდარმა რომის “ლაციომ” 15 მილიონ ფუნტად შეიძინა. ფერგიუსონმა ეს ნაბიჯი სტამის ასაკითა და ტრავმიანობით ახსნა, მაგრამ ყველასთვის ნათელი იყო, რომ მისი ტრანსფერი პირადმა კონფლიქტმა განაპირობა, როდესაც სტამმა ავტობიოგრაფიაში ფერგი გააკრიტიკა.

საფეხბურთო თვალსაზრისით სტამი იდეალური მცველი გახლდათ. იგი ნელი იყო, მაგრამ პოზიციის შერჩევის უბადლო უნარით იგი ამ სუსტ მხარეს სრულად აკომპენსირებდა. მისთვის ორთაბრძოლების მოგება პრაქტიკულად არარეალური ჩანდა.

 

 

მარიო მელხიოტი ( “ჩელსი”, 1999-2004, “ბირმინგემი”, 2004-06, “უიგანი”, 2007-2010 ).

 

მართალია, მელხიოტი ვარსკვლავი არ გახლდათ, მაგრამ საკუთარი შრომისუნარიანობითა  და ერთგულებით 10 წლის განმავლობაში ღირსეულად ასპარეზობდა პრემიერლიგაში. “ჩელსიში” მარიო განსაკუთრებით კარგი იყო თავის პოზიციაზე მანამ, სანამ კლუბმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა 2004 წელს. სისწრაფე, პლასტიკა, მანერვები – ეს თვისებები მელხიოტს თანდაყოლილად ჰქონდა ყოველთვის. მელხიოტმა ახალგაზრდულ ასაკში კინაღამ გაანება ფეხბურთის თამაშს თავი, როდესაც უფროსი ძმა გარდაეცვალა.

“ჩელსიდან” წასვლის შემდეგ იგი “ბირმინგემში”, “რენსა” და “უიგანში” ასპარეზობდა და ყველგან შეუცვლელი ფიგურა იყო. თითოეულ კლუბში მან სასარგებლო სამუშაო გასწია.

 

 

 

რუუდ გულიტი ( “ჩელსი,” 1995-1998 ).

 

ეს დიადი ჰოლანდიელი “ჩელსიში” 1995 წელს გადავიდა და გახდა ქვაკუთხედი იმ ცვლილებებისა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა “არისტოკრატებში” 90-იან წლებში. რუდი იყო არა მარტო სარეკლამო სატყუარა, არამედ ლიდერი როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. გულიტის ძალისხმევით “ლურჯები” ტოპ-კლუბი გახდნენ, მაგრამ ჰოლანდიელმა ლონდონში დიდხანს დარჩენა ვერ შეძლო. კენ ბეითსმა მას ჯანლუკა ვიალი ამჯობინა და მასზე გააკეთა აქცენტი. თუმცა, გულიტის ფიგურა კვლავინდებურად მნიშვნელოვანია თანამედროვე “ჩელსის” ისტორიაში.

 

 

მარკ ოვერმარსი ( “არსენალი”, 1997-2000 ).

 

“აიაქსიდან” არსენ ვენგერის მიერ ნაყიდი მარკ ოვერმარსი იყო ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ლეგიონერი პრემიერლიგაში 90-იანი წლების მიწურულს. სწრაფმა, მწვავემ, ფეთქებადმა მორბენალმა, რომელიც შესაძლოა იმ დროს ყველაზე სწრაფი ფეხბურთელიც იყო ინგლისის ჩემპიონატში, არა მარტო “მეთოფეების” ფანების გული მოიგო, არამედ სხვა კლუბების გულშემატკივრებისაც. სამწუხაროდ, ტრავმებმა ხელი შეუშალეს ოვერმარსს საკუთარი ტალანტი ბოლომდე წარმოეჩინა. “არსენალიდან” წასვლის შემდეგ მარკის კარიერა ისეთი წარმატებით ვერ განვითარდა.  მაგრამ ლონდონელთა რიგებში ოვერმარსი ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. სწორედ მისმა გატანილმა გოლებმა შეიტანა ლომის წვლილი გუნდის გაჩემპიონებაში 1998 წელს. ოვერმარსის საყვარელი მოძრაობა მარცხენა ფლანგზე რეიდი იყო, რის შემდეგაც იგი საჯარიმოსკენ იწევდა და შორეულ კუთხეში არტყამდა.

 

 

 

 

 

ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი ( “ლიდსი”, 1997-99, “ჩელსი”, 2000-04, “მიდლსბრო”, 2004-06, “ჩარლტონი”, 2006-07, “კარდიფი”, 2007-08 ).

 

“ლიდს იუნაიტედი” ცნობილი იყო არა მარტო როგორც დევიდ ო’ლირის “ბანდა”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 1/2 ფინალში გააღწია, არამედ როგორც კლუბი, რომელიც ევროპიდან მაღალკვალიფიცირებულ ფეხბურთელებს ყიდულობდა, ზოგჯერ უცნობი კლუბებიდანაც, “ლიდსი” იყო ის გუნდი, სადაც პრემიერლიგაში პირველად ერიკ კანტონა გამოჩნდა და ასევე “ლიდსი” გახდა ცნობილი ისეთი თავდამსხმელით, როგორც ჯიმი ფლოიდ ჰალესბაინკი იყო. ჯიმი ინგლისელებმა პორტუგალიურ “ბოავიშტაში” შეამჩნიეს და შემდეგში მასში 2 მილიონი ფუნტიც გადაიხადეს, 2 წლის შემდეგ კი “ატლეტიკოში” გაყიდეს 6-ჯერ უფრო მეტ ფასად. ესპანეთში გატარებული პერიოდის შემდეგ (47 თამაშში 35 გოლი), ჰასელი 15 მილიონად “ჩელსიში” გადავიდა, სადაც ადგილობრივი გულშემატკივრების გული მოიგო და გახდა კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი. მაშინ “არისტოკრატებს”, რომლებიც საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდნენ, ვიალი და რანიერი ხელმძღვანელობდნენ. 2001/02 წლების სეზონში ჰასელბაინკი-გუდიონსენი დუეტი ძალიან პროდუქტიული გამოდგა, მაგრამ ამან “ლურჯებს” წარმატება არ მოუტანა. “ჩელსის” შემდეგ ჰოლანდიელმა ინგლისის რამდენიმე კლუბში იასპარეზა და ყველგან უდიდეს პატივისცემას იმსახურებდა.

 

 

   

 

დირკ კიუტი ( “ლივერპული’, 2006-2012 ).

 

ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გადაბარგდა ინგლისიდან თურქეთში, შესაძლოა კაშკაშა ვარსკვლავი არ იყო, მაგრამ თავისი შრომისმოყვარეობითა და ბრძოლის ჟინით ყველას დაამახსოვრა თავი. იშვიათი უნივერსალი, რომელიც სასარგებლო იყო როგორც ფლანგზე, ასევე შეტევის ხაზში. კიუტს ერთი “ტალანტი” გააჩნდა, მას გუნდისთვის არაერთხელ გაუტანია გადამწყვეტი გოლები. მიუხედავად იმისა, რომ გასაოცარი აღნაგობით არ გამოირჩეოდა, მეორე სართულზე დირკი შესანიშნავად თამაშობდა. რაც შეეხება მეტოქესთვის ბურთის ართმევას, მას პრემიერლიგაში ამ კომპონენტში ბადალი არ ჰყავდა.

 

 

 

 

რუუდ ვან ნისტერლოი ( “მანჩესტერ იუნაიტედი”, 2001-06 ).

 

ბუნებით ბომბარდირი, რომელსაც სისხლში ჰქონდა გამჯდარი გოლების გატანა, გახლდათ იშვიათი მაგალითი მოთამაშისა, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო იყო დამაგვირგვინებელ ფაზებში. ნისტერლოის “იუნაიტედში” ჯერ კიდევ 2000 წელს შეეძლო გადასვლა, როდესაც ინგლისელებმა მისი ტრანსფერი (18.5 მილიონი ფუნტი) შეათანხმეს, მაგრამ რუდი მოულოდნელად დაშავდა და ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება. თუმცა. ნისტერლოი ოლდ ტრაფორდის ბინადარი სულ მალე გახდა და ჩატარებული 5 სეზონის განმავლობაში “ეშმაკუნების” შეტევის ხაზში გამოკვეთილი ლიდერი იყო. მხოლოდ ერთ სეზონში 2004/05 გაიტანა მან 20 ბურთზე ნაკლები ჩემპიონატში, რაც ამ ფეხბურთელის უმაღლეს კლასზე მიუთითებს. ჰოლანდიელი “მანჩესტერმა” სერ ალექს ფერგიუსონთან კონფლიქტის გამო გაყიდა და ალბათ სწორადაც მოიქცა, რადგან მადრიდის “რეალში” პირველი წარმატებული სეზონის შემდეგ ნისტერლოი ტრავმებმა შეაწუხა სისტემატურად, რამაც საბოლოოდ ხელი შეუშალა ფორვარდს, დაესრულებინა კარიერა მაჟორულ ნოტაზე. ამის მიუხედავად, საკლუბო დონეზე 589 მატჩში გატანილი 347 გოლი დიდებული ბომბარდირის მაჩვენებელია და რუდიც სწორედ ასეთი გახლდათ.

 

 

 

დენის ბერგკამპი ( “არსენალი”, 1995-2006 ).

 

ყველაზე გამორჩეული ჰოლანდიელი, რომელიც პრემიერლიგაში ასპარეზობდა, “არსენალში” იტალიაში, კერძოდ, “ინტერში” გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ მოხვდა 2.5 მილიონ ფუნტად. იგი ბრიუს რიოკის პირველი შენაძენი და არსენ ვენგერის ჩინებული გუნდის ერთ-ერთი ბრილიანტი გახდა. ბერგკამპი იყო არა მარტო ბომბარდირი, არამედ შემომქმედი მოედანზე, ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობელი მოთამაშე, ადამიანი, რომელსაც ბურთთან ერთი შეხებით შეეძლო სასწაულების მოხდენა. ერთი შეხედვით, მისი გადაწყვეტილებები მოედანზე აბსურდულად მოჩანდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი საპირისპიროდ ვითარდებოდა. “მეთოფეებს” ძალიან გაუმართლათ, როდესაც ისეთი გენიალური მოთამაშე, როგორიც ბერგკამპი იყო, ასე შემთხვევით მოხვდა მათ გუნდში. დენისმა არსენ ვენგერთან და ტიერი ანრისთან ერთად კლუბის ეპოქა რადიკალურად შეცვალა და გუნდს წარმატებებისკენ გზები გაუკვალა.

 

 

 

რობინ ვან პერსი ( “არსენალი”, 2004-2012, “მანჩესტერ იუნაიტედი”, 2012- ).

 

რობინ ვან პერსის ხშირად ადარებენ დენის ბერგკამპს და ამ შედარებაში რაღაც ლოგიკა არსებობს, მაგალითად, ვან პერსის უნარი, დაარტყას ბურთი ზუსტად შესაბამის წერტილში. რამდენჯერ გვინახავს ისეთი მომენტები, როდესაც ჩანდა, რომ ვან პერსის 1 წამით გვიან რომ დაერტყა ან მილიმეტრებით გვერდით, ბურთი კარებში არ შევიდოდა, მაგრამ მისი ბრწყინვალება სწორედ ამაში მდგომარებოს. ტრავმების გამო ჰოლანდიელმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენა, მაგრამ მას შემდეგ, რაც “არსენალს” წამყვანი მოთამაშეები რიგ-რიგობით ტოვებდნენ, სწორედ ვან პერსიმ აიღო საკუთარ თავზე ინიციატივა და გუნდის ერთპიროვნულ ლიდერად ჩამოყალიბდა. ამჟამად იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობს, სადაც ისეთივე შედეგიანია. დიდი ალბათობით, ვან პერსი შეძლებს ინგლისის ჩემპიონატის მოგებას, რასაც იგი ნამდვილად იმსახურებს.

 

 

№ 55
11 აპრილი 2013 01:24  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 2302
offline

დზან მაგარი ფეხბურტელები იყვნენ ბრავოოო !

Barcelona
Brazil
№ 54
khorguani   
10 აპრილი 2013 18:33  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 13
offline

ვან დერ საარი ყველა დროის საუკეთესო მეკარე )) demon viva_united


-------------------------------------------------------------
მადლობა ბაბუ))შენ ყოველთვის იქნები ჩვენს გულებში))

Manchester-United
Portugal
№ 53
9 აპრილი 2013 13:17  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 59
offline

ჩემი აზრით საუკეთესოები იყვნენ ბერხკამპი, ვან დერ საარი, ნისტელროი და კიუიტი.


-------------------------------------------------------------
ტიერი ანრი... ჩემთვის ეს ფეხბურთელი ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელიდა ფეხბურთელია.

Arsenal
England
№ 52
9 აპრილი 2013 11:31  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 239
offline

კიუტი მაგარი იყო ლივერში

Liverpool
England
№ 51
9 აპრილი 2013 00:41  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 59
offline

ციტატა: saba todua
კაი ვინ ჩემი ფეხებია ვან პერსი კაი რა თუგინდ ვან დესაარი და ვან ნილტელ როი ჯომია გულიტზე ხომ ლაპარაკი არაა და ჰასლბანკიც

რაებს ბოდიალობ... მე არსენალის ფანი ვარ მაგრამ მაგარ ფეხბურთელზე, სადაც არ უნდა თამაშობდეს, არასოდეს ვიტყვი ვინ ჩემი ფეხებიაო.


-------------------------------------------------------------
ტიერი ანრი... ჩემთვის ეს ფეხბურთელი ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელიდა ფეხბურთელია.

Arsenal
England
№ 50
levabay   
8 აპრილი 2013 23:40  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 230
offline

ციტატა: Oliver Kahn
ნომერ პირველი მოთამაშე რაღათქმაუნდა დიდი რაიანია

ეგ რა თქმა უნდა


-------------------------------------------------------------

Bayern-Munich
Germany
№ 49
8 აპრილი 2013 22:49  
ჯგუფი: Administrator
კომენტარები: 8709
offline

ციტატა: levabay
ჩემი აზრით მაგას ჯორჯ ბესტი ჯობდა

შეიძლება ინდივიდუალურად ბევრი ჯობდა მაგრამ დი სტეფანო იყო რეალის იმპერატორი, ყველაფერი მოედანზე მისით იწყებოდა და მისით მთავრდებოდა უაღრესად დიდი ფეხბურთელი მასზე დიდი სახელი არ დაუტოვებია ბესტს, რომელიც სასმელმა დაღუპა, იუნაიტედის ისტორიაში კი ნომერ პირველი შვიდინია მაგრამ ნომერ პირველი მოთამაშე რაღათქმაუნდა დიდი რაიანია


-------------------------------------------------------------
ვისაც გინდათ სიახლეების წერა და მწერლის სტატუსი შემეხმიანეთ ფბ-ზე dato magradze

Bayern-Munich
Holland
№ 48
levabay   
8 აპრილი 2013 22:45  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 230
offline

ციტატა: Oliver Kahn
წარმოუდგენელია ვინ შეიძლება იყოს დი სტეფანოზე დიდი ფეხბურთელი

ჩემი აზრით მაგას ჯორჯ ბესტი ჯობდა


-------------------------------------------------------------

Bayern-Munich
Germany
№ 47
Lampooo   
8 აპრილი 2013 22:39  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 4783
offline

ციტატა: Oliver Kahn
რათქმაუნდა ვერავინ იტყვის ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ეს შეუძლებელია მაგრამ მე ზიზუს ვერ დავაყენებ დი სტეფანოს, კრუიფის და კაიზერის წინ დალშე ბაზ. არაა მაგრამ ეს ჩემი აზრია რა, იმენა იმდენი წამიკითხია და გამიგია ამ მოთამაშეებზე რომ ჩემთვის წარმოუდგენელია ვინ შეიძლება იყოს დი სტეფანოზე დიდი ფეხბურთელი, ჩემი აზრით ალფრედოა ფეხბურთის მეფე და არა პელე

ვისთვის როგორ, ჩემთვის ზიზუა ნომერ პირველი!

Chelsea
Canada
№ 46
8 აპრილი 2013 22:30  
ჯგუფი: Administrator
კომენტარები: 8709
offline

რათქმაუნდა ვერავინ იტყვის ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ეს შეუძლებელია მაგრამ მე ზიზუს ვერ დავაყენებ დი სტეფანოს, კრუიფის და კაიზერის წინ დალშე ბაზ. არაა მაგრამ ეს ჩემი აზრია რა, იმენა იმდენი წამიკითხია და გამიგია ამ მოთამაშეებზე რომ ჩემთვის წარმოუდგენელია ვინ შეიძლება იყოს დი სტეფანოზე დიდი ფეხბურთელი, ჩემი აზრით ალფრედოა ფეხბურთის მეფე და არა პელე


-------------------------------------------------------------
ვისაც გინდათ სიახლეების წერა და მწერლის სტატუსი შემეხმიანეთ ფბ-ზე dato magradze

Bayern-Munich
Holland
№ 45
8 აპრილი 2013 22:23  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 45773
offline

რამდენიც არ უნდა ვიდაოთ ვერასდროს შევთანხმდებით იმაზე თU ვინაა საუკეთესო ფეხბურთელი. ხომ გაგიგიათ გამოთქმა გემოვნებაზე არ დაობენო(სისულელეა მარა მაინც:D)


-------------------------------------------------------------
"I won`t be a rock star. I will be a legend" - Freddie Mercury

Manchester-United
England
№ 44
Lampooo   
8 აპრილი 2013 22:19  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 4783
offline

ციტატა: Oliver Kahn

ზიზუ ენით აუღწერელი მოთამაშე იყო 2006 წელს ეგ იყო ნაკრების მწვრთნელი პროსტა დომენიკი იჯდა ხოლმე სკამზე მის ადგილას, ზიზუმ ჯერ კიდევ ბორდოში აკეთა სასწაულები ფაქტიურად მარტო გაიყვანა გუნდი ფინალში უეფას თასის, მერე იუვეში ბრწყინვალე იყო, დაფრინავდა რასაც ქვია, 98 წელს კიდე მთელ ბრაზილიას გადაუარა, მერე იყო ევრო სადაც შეუდარებელი იყო მეოთხედფინალში, ნახევარფინალში გადამწყვეტი გოლები შეაგდო და ფინალშიც იდეალური იყო, თუმცა ტოტიმ აჯობა და მატჩის გმირიც ჩესკო გახდა, მერე და მერე ხომ საერთოდ საოცრებეი ჩაიდანა, კაროჩე მაგ კაცმა ყველგან ეპოქა შექმნა სადაც მივიდა და ჩვენი დროის საუკეთესოა მაგრამ ყველა დროის საუკეთესოდ ბევრი არ თვლის ერთი მარტივი მიზეზის გამო: მასზე დიდი მოთმააშეები არსებობდნენ, ამას ვერ გავექცევით მაგრამ იმაზე ორი აზრი არ არსებობს რომ მის ნაერი ჯერ არ დაბადებულა და თუ დაიბადება მაშინ მადლობა ღმერთს, ზიზუ არ ყოფილა უბრალოდ ლეგენდა ის იყო ლეგენდათა ლეგანდა, მასზე ცუდის მთქმელს მე არ ვიცნობ, მატერაციმ კიდე რაც გააკეთა ეგ იყო სიმახინჯე მაგით მსოფლიოს შეაფურთხა და უამრავი ფანი აგვატირა(მათ შორის მეც) მას მერე ვერ ვიტან მაგ სახედარს და 2010 წელს ინტერმა რომ მოიგო ორმაგად დამარტყა გულმა მაგრამ არაუშავს მატერაცი ფეხბურთს დარჩება შავ ლაქად და ნაბი..ჭვრად ზიზუ კიდე ლეგენდად, მეფედ, გენიად და ა.შ

ყველაფერში გეთანხმები და მასზე დიდ მოთამაშეებად არ ვიცი ვის თვლი მაგრამ ჩემთვის პირადად ზიზუ პირველია ამაზე დავას ნამდვილად არ დაივწყებ იმიტომ, რომ აზრი არ აქვს რამდენიც არ უნდა ვიდაოთ მე მაინც ჩემ აზრზე დავდგები. ბრაზილიას ხომ იმენა სისხლს უშრობდა ხოლმე :D. 6-ში რომ მოუგეს მუნდიალზე ანრის გოლი კარგად მახსოვს ზიზუმ ჩაუწოდა ანრისაც!

Chelsea
Canada
№ 43
8 აპრილი 2013 22:16  
ჯგუფი: Administrator
კომენტარები: 8709
offline

ციტატა: Lampooo

ზიზუ ენით აუღწერელი მოთამაშე იყო 2006 წელს ეგ იყო ნაკრების მწვრთნელი პროსტა დომენიკი იჯდა ხოლმე სკამზე მის ადგილას, ზიზუმ ჯერ კიდევ ბორდოში აკეთა სასწაულები ფაქტიურად მარტო გაიყვანა გუნდი ფინალში უეფას თასის, მერე იუვეში ბრწყინვალე იყო, დაფრინავდა რასაც ქვია, 98 წელს კიდე მთელ ბრაზილიას გადაუარა, მერე იყო ევრო სადაც შეუდარებელი იყო მეოთხედფინალში, ნახევარფინალში გადამწყვეტი გოლები შეაგდო და ფინალშიც იდეალური იყო, თუმცა ტოტიმ აჯობა და მატჩის გმირიც ჩესკო გახდა, მერე და მერე ხომ საერთოდ საოცრებეი ჩაიდანა, კაროჩე მაგ კაცმა ყველგან ეპოქა შექმნა სადაც მივიდა და ჩვენი დროის საუკეთესოა მაგრამ ყველა დროის საუკეთესოდ ბევრი არ თვლის ერთი მარტივი მიზეზის გამო: მასზე დიდი მოთმააშეები არსებობდნენ, ამას ვერ გავექცევით მაგრამ იმაზე ორი აზრი არ არსებობს რომ მის ნაერი ჯერ არ დაბადებულა და თუ დაიბადება მაშინ მადლობა ღმერთს, ზიზუ არ ყოფილა უბრალოდ ლეგენდა ის იყო ლეგენდათა ლეგანდა, მასზე ცუდის მთქმელს მე არ ვიცნობ, მატერაციმ კიდე რაც გააკეთა ეგ იყო სიმახინჯე მაგით მსოფლიოს შეაფურთხა და უამრავი ფანი აგვატირა(მათ შორის მეც) მას მერე ვერ ვიტან მაგ სახედარს და 2010 წელს ინტერმა რომ მოიგო ორმაგად დამარტყა გულმა მაგრამ არაუშავს მატერაცი ფეხბურთს დარჩება შავ ლაქად და ნაბი..ჭვრად ზიზუ კიდე ლეგენდად, მეფედ, გენიად და ა.შ


-------------------------------------------------------------
ვისაც გინდათ სიახლეების წერა და მწერლის სტატუსი შემეხმიანეთ ფბ-ზე dato magradze

Bayern-Munich
Holland
№ 42
Lampooo   
8 აპრილი 2013 22:11  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 4783
offline

ციტატა: Beckhamfan
ფრანგი თუ ალჟირელი?:D

ალჟირელია მაგრამ საფრანგეთში დაიწყო საფეხბურთო კარიერა.

Chelsea
Canada
№ 41
8 აპრილი 2013 22:10  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 45773
offline

ციტატა: Lampooo
ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ფრანგი ზინედინ ზიდანი იყო და ვსო !

ფრანგი თუ ალჟირელი?:D


-------------------------------------------------------------
"I won`t be a rock star. I will be a legend" - Freddie Mercury

Manchester-United
England
№ 40
Lampooo   
8 აპრილი 2013 21:54  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 4783
offline

ციტატა: Oliver Kahn
რათქმაუნდა ყველას თავისი აზრი აქვს მაგრამ მასზე დიდი ფეხბურთელებიც იყვნენ მსოფლიო ფეხბურთში

დი სტეფანო; კრუიფი; კაიზერი; ზიდანი; მათეუსი ეს არის ჩემი ყველა დროის საუკეთესო ხუთეული :)))

ზიზუმ უპირველესყოვლისა თავისი ნიჭით გამაოცა ერთ ფეხბურთელში აბსოლიტურად ყველაფრის ნიჭი არსებობდა. სისწრაფე პასი ბურთან კარგად იყო დარტყმა უდარიც ჰქოდნა და ამასთანავე ტეხნარი იყო არ ვიცი უბრალოდ მინსაირი ნიჭიერი დაიბადე კიდე ვინმე? იმ დღეს კლასელი მეუბნეოდა ზიდანი ვინ ჩემი ფეხებია მესისთანო და ლამის ვცემე იმენა.უნიჭიერესი ფეხბურთელი გამორჩეულ ეპიზოდებში თავს ყოველთვის იჩენდა მან ფეხბურთის ისტორიაში თავისი სიტყვა თქვა და ვფიქრობ რომ საუკეთესოა ამასე არავის შევედავები იმიტომ რომ ეს ჩემი პირადი აზრია და არამგონია ვინმეს ეს სისულელედ მოეჩვენოს.არასდროს დამავიწყდება მუნდიალის ფინალში გატანილი თერთმეტმეტრიანი უბრალოდ საოცრება იყო ეს იყო დიდი რისკი ადრე ტოტიმაც დაარტყა ეგრე ოღონდ ჩვეულებრივ მატცში და მეკარე არც გადამხტარა იოლად აუღო და დასცინეს ტოტის და წამროიდგინე ეხლა ზიზუმ მუნდიალის ფინალში გაბედა და ასე დაარტყა ჯიჯი რომ არ გადამხტარიყო აიღებდა იმ ბურთს სულ არ მიუშვებდა შტანგამდე მაგრად გარისკა და საბედნიეროდ გაიტანა ნუ მერე რაც მოხდა არ იქნებოდა არცერთ ვარიანტში ზიზუს ბრალი შეიძლება მამენტ მატერაცისთAნ გადამეტებულიც მოუვიდა მაგრამ იმაში არავინ უნდა დაადანაშაულოს, რომ ასეთ მატჩში თAვი ვერ გაიკონტროლა და არმოგონია მასზე ძალიან ვინმეს ნდომობდა მატჩის Gაგრძელება.ზიზუ რომ არ გეგდოთ ფრანცია ჩემპიონი გახდებოდა.

Chelsea
Canada
№ 39
8 აპრილი 2013 21:43  
ჯგუფი: Administrator
კომენტარები: 8709
offline

ციტატა: Lampooo
ჩემთვის ზიდანი ისტორიაში საუკეთესოა და სხვა რა გითხრა

რათქმაუნდა ყველას თავისი აზრი აქვს მაგრამ მასზე დიდი ფეხბურთელებიც იყვნენ მსოფლიო ფეხბურთში

დი სტეფანო; კრუიფი; კაიზერი; ზიდანი; მათეუსი ეს არის ჩემი ყველა დროის საუკეთესო ხუთეული :)))


-------------------------------------------------------------
ვისაც გინდათ სიახლეების წერა და მწერლის სტატუსი შემეხმიანეთ ფბ-ზე dato magradze

Bayern-Munich
Holland
№ 38
Lampooo   
8 აპრილი 2013 21:32  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 4783
offline

ციტატა: Oliver Kahn
ისტორიაში არა მაგრამ ჩვენი დროის ნაღდად არის თუმცა ბევრს უჭირს აღიარება არადა ეგრეა

ჩემთვის ზიდანი ისტორიაში საუკეთესოა და სხვა რა გითხრა

Chelsea
Canada
№ 37
8 აპრილი 2013 21:17  
ჯგუფი: Administrator
კომენტარები: 8709
offline

ციტატა: Lampooo
ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ფრანგი ზინედინ ზიდანი იყო და ვსო !

ისტორიაში არა მაგრამ ჩვენი დროის ნაღდად არის თუმცა ბევრს უჭირს აღიარება არადა ეგრეა


-------------------------------------------------------------
ვისაც გინდათ სიახლეების წერა და მწერლის სტატუსი შემეხმიანეთ ფბ-ზე dato magradze

Bayern-Munich
Holland
№ 36
Lampooo   
8 აპრილი 2013 21:12  
ჯგუფი: VIP club
კომენტარები: 4783
offline

ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ფრანგი ზინედინ ზიდანი იყო და ვსო !


ჰოლანდიელებიდან ჩემთვის გულიტი იასნია

Chelsea
Canada

უკან1 2 3 წინ

Facebook - კომენტარების დამატება

ინფორმაცია
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 4 დღე გამოქვეყნების დღიდან.