Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტიმ" რობერტო მანჩინი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად გახადა.
ამ წყაროს მიხედვით, იტალიელი სპეციალისტი ხუთ წელიწადში 47.5 მლნ. ეუროს გამოიმუშავებს.
მანჩინიმ, რომელმაც "ქალაქელებს" პირველად 1968 წლის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოუტანა, წელიწადში 9.5 მლნ. ეუროს მიიღებს.
პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი არსენ ვენგერი იყო, რომელსაც "არსენალის" ხელმძღვანელები 7.5 მლნ. ეუროს უხდიდნენ. მეორე ადგილზე კი სერ ალექს ფერგიუსონი იკავებდა, სულ რაღაც 5 მლნ. შემოსავლით.
რობერტო მანჩინიმ, იტალიის ნაკრებისა და "სამპდორიას" ყოფილმა ფორვარდმა სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს დაიწყო, როდესაც "ფიორენტინა" ჩაიბარა, რომელტან ერთადაც ფინანსური პრობლემების მიუხედავად იტალიის თასი მოიგო. მის სამწვრთნელო კარიერაში შემდეგი გუნდი იყო რომის "ლაციო"(იტალიის თასი-2004), შემდეგი კი- "ინტერი," რომელთან ერთადაც რობერტომ სამი ჩემპიონის ტიტული და იტალიის ორი თასი მოიგო.