ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ განაცხადა, რომ მის გუნდში არცერთი ფეხბურთელი არ არის ისეთი, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება.
"ინტერში დღეს ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ჩვენ ნებისმიერის გაყიდვა შეგვიძლია, მათ შორის სნეიდერისაც - რა თქმა უნდა ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მასიმო მორატი მოინდომებს." - განაცხადა სტრამაჩონიმ.
ამის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სხვა ტრანსფერებზეც გააკეთა კომენტარი:"ინტერმა 3 ახალი ფეხბურთელი შეიძინა. ესენი არიან: როდრიგო პალასიო, სამირ ჰანდანოვიჩი და მატიას სილვესტრი - ეს სამივე პერსონა ჩვენი გუნდისთვის სულ მალე მნიშვნელოვნები იქნებიან."
"ჟულიო სეზარი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მას შეუძლია დატოვოს გუნდი ან დარჩეს აქ. ამ ყველაფერს თავად ბრაზილიელი ფეხბურთელი და მასიმო მორატი გადაწყვეტენ."