ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?
დღეს ფიფას გენერალურმა მდივანმა, ჯერომ ვალკემ განაცხადა, რომ საერთაშიროს ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ გადაწყვიტა ფეხბურთში კარის ხაზის ტექნოლოგიის შემოღება.
მომავალი 9 თვის განმავლობაში ეს ტექნოლოგიები ინგლისში, გერმანიაში, უნგრეთში და იტალიაში დაინერგება. თითო სტადიონზე ამ ტექნოლოგიისთვის 100 000 - 200 000 ევრო იქნება საჭირო.
როცა სტადიონზე კარის ხაზის ტექნოლოგია იქნება დამონტაჟებული, მაშინ გოლის გასვლის დროს მსაჯს მაჯის საათის მაგვარ აპარატზე მიუვა ცნობა ამის შესახებ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ პირველად ამ ტექნოლოგიით გუნდები ტოკიოში ითამაშებენ 2012 წლის დეკემბერში, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.