”ვალენსიას” თავდამსხმელმა რობერტო სოლდადომ, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა. მისი წლიური ანაზღაურება ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით რობერტოს ხელფასი აუცილებლად გაიზრდებოდა.
27 წლის ფორვარდს კონტრაქტის ვადა 2014 წელს ეწურებოდა, თუმცა "ლოს ჩემ" ყველას ნათლად დაანახა, რომ სოლდადო გუნდში რჩება და ის არსად წასვლას არ აპირებს.
ახალი კონტრაქტის თანახმად, სოლდიერის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ სოლდადო ”ვალენსიაში” 2010 წლის ზაფხულში გადავიდა. ორი სეზონის მანძილზე მან ”ვალენსიას” მეტოქეების კარი 55-ჯერ აიღო, თუმცა ეს ვისენტე დელ ბოსკესთვის საკმარისი არ აღმოჩნდა(?!) და რობერტო განაცხადს მიღმა დატოვა.