ლონდონის ჩელსის ფორვარდმა, მიკა სტარიჯმა განაცხადა, რომ მას იმედი გაუცრუვდა როი ჰოჯსონის გადაწყვეტილების გამო.
შეგახსენებთ, რომ წელს პრემიერ ლიგაში ჩელსის მხრიდან ბომბარდირი სწორედ სტარიჯი გახდა, იგი შესანიშნავ ფორმაში იყო, თუმცა ჰოჯსონმა 23 წლის ინგლისელი ევრო 2012-ზე არ წაიყვანა.
"წელს შესანიშნავი სეზონი მქონდა. ჩელსისთან ერთად ლიგა მოვიგე, თუმცა ევრო 2012-ზე მაინც არ წამიყვანეს. როი ჰოჯსონის გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებული ვარ." - განაცხადა სტარიჯმა.