საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბლანმა ხვალინდელი მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საფრანგეთი ევრო 2012-ის მოგების ფავორტი არ არის.
"ევრო 2012-ზე ფავორიტი ბევრია. მაგალითად: ესპანეთი, ინგლისი, ჰოლანდია და გერმანია. ეს მაღალი დონის ნაკრებებია, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი საფრანგეთზე." - განაცხადა ბლანმა.
როგორც მოგეხსენებათ საფრანგეთის ნაკრები 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე და 2010 წლის მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა, ამჯერად 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონებს ძალიან მოკრძალებული შეფასება აქვთ. ბლანმა ამაზეც ისაუბრა: "პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის გავიდეთ მეოთხედ ფინალში, მე შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი ბოლო მსოფლიოზე და ევროპაზე ჯგუფში ჩარჩა, ჩვენ ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ, როცა ბურთი ჩვენს ხელშია. ამხანაგური მატჩები ვერ დაგვეხმარა გვეპოვნა ჩვენი სტილი, ასე რომ ახლა შეტევაში პრობლემები გვაქვს"
როგორც მოგეხსენებათ ფრანგებს ევროპის ჩემპიონატამდე ისლანდიასთან და ესტონეთთან აქვთ ამხანაგური თამაში ჩასატარებელი: "ჩვენი მისია ისაა ამ ორ მატჩში, რომ ვიპოვოთ ის შემადგენლობა, ის შეთამაშებული გუნდი საფრანგეთის ნაკრებში, რომელიც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ძირითად შემადგენლობაში პირველ მატჩს გამართავს"