გუშინ "ალიანს არენაზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ბაიერნი და ჩელსი დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში პირველი გოლი 83-ე წუთზე ტომას მიულერმა გაიტანა, ზუსტად 5 წუთში ანგარიში დიდიერ დროგბამ გააწონასწორა, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 95-ე წუთზე არიენ რობენმა პენალტი ვერ გამოიყენა, რის გამოც საბოლოოდ თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა.
პირველი პენალტი მატამ გააფუჭა, რის გამოც ბაიერნი დაწინაურდა, თუმცა პეტერ ჩეხმა ჯერ ოლიჩს, შემდეგ კი ბასტიან შვაინშტაიგერს აუღო დარტყმები, რის შემდეგაც ჩელსი ჩემპიონი გახდა.
"ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო - ეს დაუჯერებელია ჩემთვის. ამას რამდენიმე წელი ველოდით და როგორც იქნა მოხდა." - განაცხადა Sky Sport-თან საუბარში ჯონ ტერიმ.
"რა თქმა უნდა გუშინდელი მატჩის გმირი დიდიერ დროგბაა. მან მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა ბაიერნს და შეხვედრა გადაარჩინა."